Thumbnail

‘თუნდაც 10 წლის შემდეგ იყოს’ – პოჩეტინოს ოცნება მესის უკავშირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მაურისიო პოჩეტინო და ლიონელ მესი კარიერას ნიუელს ოლდ ბოისში იწყებდნენ
  • არგენტინელმა მწვრთნელმა თავისი საფეხბურთო ოცნება გაამხილა

ლონდონის ტოტენჰემის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავის საფეხბურთო ოცნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს არგენტინულ ნიუელს ოლდ ბოისში ლიონელ მესისთან ერთად დაბრუნდეს.

ლეო კარიერის სტარტზე ოლდ ბოისში თამაშობდა

ცნობისთვის, პოჩეტინო კარიერის სტარტზე, ესპანურ ესპანიოლში გადასვლამდე, სწორედ ოლდ ბოისის ღირსებას იცავდა და ამავე კლუბის ახალგაზრდული აკადემიის მაისურით თამაშობდა მესიც.

“მინდა მე და ლეო კლუბში ერთად დავბრუნდეთ. მზად ვარ ამას მოთმინებით დაველოდო, რადგანაც ჩინებული სცენარი იქნებოდა, თუნდაც აღნიშნული 10 წლის შემდეგ იყოს.

იმედი მაქვს, ერთხელაც, ლეო წარმატებას სანაკრებო ასპარეზზეც მიაღწევს.

ეს, მისი თაობისთვის, რომელიც გაცილებით მეტს იმსახურებს, ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა.

მომდევნო მსოფლიო თასზე არგენტინამ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს”, - აღნიშნა პოჩეტინომ.

ცნობისთვის, ლეო სანაკრებო დონეზე ტიტულთან ახლოს მხოლოდ 2-ჯერ იყო, თუმცა, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალები წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები