Thumbnail

ყველაზე ოპტიმისტური გეგმა - ლა ლიგა კლუბებს ვარჯიშის სწრაფად დაწყებას ურჩევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პრიმერას კლუბებთან ვიდეოკონფერნეცია ჩაატარა, სადაც სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით გეგმის თაობაზე იმსჯელეს. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ხავიერ ტებასმა კლუბებს ვარჯიშის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებისკენ მოუწოდა, რათა ჩემპიონატის განახლებას მზადყოფნაში შეხვდნენ. ტებასის თქმით, გუნდების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაგრძელდება, მატჩების ჩატარება კი იქამდე არ იგეგმება, სანამ ესპანეთში საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ხავიერ ტებასმა კლუბებთან სეზონის დარჩენილ ნაწილზე იმსჯელა

როგორც ირკვევა, ლა ლიგის ყველაზე ოპტიმისტური გეგმა ტურნირის 23 აპრილს განახლებაა, თუმცა ასევე განიხილება მისი მაისში დაწყების ვარიანტიც, რაც უფრო რეალისტური მოჩანს. 

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით 18 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, მსხვერპლის რიცხვი 833-ს შეადგენს. 

ესპანურ ლა ლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში 58 ქულით ბარსელონაა. მეორე ადგილზეა მადრიდის რეალია (56), ხოლო მესამეზე - სევილია (47). 

კომენტარები

ბოლო ამბები