Thumbnail

მილანი ფეკირით დაინტერესდა – ბეტისი ორმაგ მოგებას ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალიური კლუბი მზადაა, ფრანგის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
  • ნაბილ ფეკირი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებს

იტალიური მილანი ბეტისის ნახევარმცველ ნაბილ ფეკირით დაინტერესდა და მზადაა, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ინფორმაციას Calciomercato.com ავრცელებს.

ფრანგ ნახევარმცველს კარიერის უმეტესი ნაწილი ლიონში აქვს გატარებული, ესპანურ კლუბში კი გასულ ზაფხულს გადაბარგდა და მასში 20 მილიონი ევრო იქნა გადახდილი, ამგვარად, შესაძლოა, ბეტისელებმა ორმაგი მოგება ნახონ.

საინტერესოა, რომ ფეკირს ანდალუზიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, მის გამოსასყიდ თანხად კი 100 მილიონი ევროა მითითებული.

ამასთან, ფეკირის გაყიდვის შემთხვევაში, ბეტისი ვალდებულია თანხის 20% ლიონს გადაუხადოს.

ცნობისთვის, ნაბილს ლა ლიგაში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 7 გოლი და 6 საგოლე პასია. ის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები