Thumbnail
  • სერია A-ს ბომბარდირმა ლაციოს მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი შეაფასა
  • ჩირო იმობილე კლოპთან დორტმუნდში თამაშობდა, ხოლო ემერისთან სევილიაში 

სერია A-ს ბომბარდირმა ჩირო იმობილემ ლაციოს მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი შეაფასა და ის თავის ყოფილ მწვრთნელებს: იურგენ კლოპსა (დორტმუნდის ბორუსია) და უნაი ემერის (სევილია) შეადარა.

"უნაი ემერის წვრთნები ტაქტიკაზე იყო ორიენტირებული და ამ მხრივ, ის ანტონიო კონტეს შემიძლია შევადარო. ამიტომ, ესპანური ვარჯიშები რთული იყო. იურგენ კლოპის ბორუსიაში მუდმივად ბურთით ვვარჯიშობდით და მოედანზე ერთი წამითაც არ ვჩერდებოდოთ.

რაც შეეხება სიმონე ინძაგის, მასში იტალიური სამწვრთნელო სკოლა იგრძნობა, თუმცა აქვს როგორც ემერის, ისე კლოპის თვისებები. ისევე როგორც კლოპის გუნდები, ინძაგის ლაციოც დომინირებს მოედანზე, არ ტოვებს თავისუფალ სივრცეებს და უყვარს შეტევა", - განაცხადა ჩირო იმობილემ.

კომენტარები

ბოლო ამბები