Thumbnail

ლეიკერსის კალათბურთელებს და მარკუს სმარტს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

NBA-ს გუნდებში ჩატარებულმა ტესტებმა კორონავირუსი კიდევ რამდენიმე კალათბურთელს დაუდგინა. ინფიცირებულია ბოსტონ სელტიკსის ვარსკვლავი მარკუს სმარტი და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ორი მოთამაშე.

სმარტმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ მას ტესტი 5 დღის წინ ჩაუტარეს და ახლა დადებითი პასუხი მიიღო. სმარტის თქმით, იგი ამ დღეებში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სელტიკსის კალათბურთელი ამბობს, რომ არანაირი სიმპტომები არ აქვს და თავს შესანიშნავად გრძნობს. “დაიცავით წესები, ახალგაზრდა თაობასაც უნდა ჰქონდეს დისტანცია ერთმანეთთან. ეს ხუმრობა არ არის. ნუ მოიქცევით ეგოისტურად,” - ამბობს სმარტი მიმართვაში.

The Athletic-ის ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ფილადელფია სიქსერსის სამ თანამშრომელს და ლეიკერსის ორ კალათბურთელს. მათი ვინაობა არ გახმაურებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები