Thumbnail

'ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია' - პოჩეტინო ლაუტარო მარტინესზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თანამემამულეზე აზრი გამოთქვა
  • ინტერის 22 წლის ფორვარდის მომავალს ბარსელონას ტყუილად არ უკავშირებენ

ლონდონის ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტონო მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ლაუტარო მარტინესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

ცნობილია, რომ მილანის ინტერის 22 წლის ფორვარდის ტრანსფერით ბარსელონაა დაინტერესებული.

არგენტინელი სპეციალისტი ლაუტარო მარტინესში დიდ პოტენციალს ხედავს

"ლაუტარო მარტინესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რას აკეთებს ის დღეს, არამედ მის პოტენციალშიც, რომელიც მომავალში გამოვლინდება. თუკი ტოპკლუბების ვარსკვლავურ თავდამსხმელების სიას შევადგენთ, ეჭვგარეშეა, იქ მისი გვარიც მოხვდება", - ამბობს არგენტინელი სპეციალისტი, რომელიც ტოტენჰემთან განშორების შემდეგ უმუშევარია. 

ნერაძურიმ არგენტინული რასინგის თავდამსხმელში 2018 წელს 25 მილიონი ევრო გადაიხადა, 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტში კი დევს პუნტქი, რომლის თანახმად, ლაუტაროს მსურველმა კლუბმა 111 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ლაუტარომ ბარსელონას ჩემიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში კამპ ნოუზე გაუტანა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელის ტრანსფერით განსაკუთრებით ბარსელონა ინტერესდება, რომელიც ლაუტაროს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს. დაიწერა, რომ კატალონიელები მზად არიან, ინტერის ფორვარდს ხელფასად იმდენივე გადაუხადონ, რამდენსაც ანტუან გრიზმანს უხდიან - წლიურ 17 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა მილანის ინტერის მაისურით 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები