Thumbnail

კორონავირუსი | ფორმულა 1-ის მომდევნო რბოლებიც გადაიდო! რა ელის სეზონს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსის პანდემიამ სპორტული სამყარო თავდაყირა დააყენა - კალენდარში სრული ქაოსია. დღეს, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ნიდერლანდების (3 მაისი), ესპანეთის (10 მაისი) და მონაკოს (24 მაისი) რბოლებიც გადაიდო. ამრიგად, ფორმულა 1-ის ახალი სეზონი, სავარაუდოდ (ყველაზე ადრე), 7 ივნისს, აზერბაიჯანის გრანპრით დაიწყება.

ფორმულა 1-ის ისტორიაში სეზონის დაწყება ასე არასდროს დაგვიანებულა!

შეგახსენებთ, რომ წესით F1-ის ახალ სეზონს სტარტი წინა კვირას, ავსტრალიაში უნდა აეღო. კორონავირუსის გამო მოგვიანებით გადაიდო ბაჰრეინის (22 მარტი), ვიეტნამის სადებიუტო (5 აპრილი) და ჩინეთის (19 აპრილი) რბოლები.

კომენტარები

ბოლო ამბები