Thumbnail

ბუშარი: მეგობარ ბიჭთან ერთად, კარანტინი უფრო მხიარული იქნებოდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციისას აწუხებს.

“არ ვწუწუნებ, თუმცა, ვგრძნობ, მეგობარ ბიჭთან ერთად, კარანტინი გაცილებით მხიარული იქნებოდა”, - დაწერა კანადელმა ჩოგბურთელმა ტვიტერის გვერდზე.

ცნობისთვის, ბუშარი საჩოგბურთო სამყაროში ძალიან სწრაფად შეიჭრა და 2014 წლის ოქტომბერში მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ხუთეულშიც შეაღწია, თუმცა, მას შემდეგ ძალიან მოუკლო და ამჟამად, 341-ე ჩოგანია.

ეჟენის მიმზიდველი გარეგნობის გამო, სარეკლამო რგოლებში იღებენ, ჟურნალების გარეკანზეც ხშირად ჩდება, კორტზე კი უფრო მცირე დროს ატარებს. სპეციალისტების აზრით კანადელის რეგრესის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები