Thumbnail

ნეიმარმა პარიზი დატოვა – ბრაზილიელს თვითიზოლაცია სამშობლოში ურჩევნია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნეიმარმა და ტიაგო სილვამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს
  • საფრანგეთის ჩემპიონატი გაურკვეველი დროითაა შეჩერებული

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა საფრანგეთი დატოვა, სამშობლოში ჩავიდა და იქ მანამდე დარჩება, სანამ კორონავირუსის პანდემია არ გადაივლის.

ნეიმარმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პსჟ-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

პარიზულმა კლუბმა თავად ფეხბურთელებს მიანდო არჩევანი კარანტინის გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთში დარჩებოდნენ თუ შინ დაბრუნდებოდნენ.

ნეიმარმა და ტიაგო სილვამ ბრაზილიაში გამგზავრება არჩიეს, პსჟ-ში მათმა კიდევ ერთმა თანამემამულემ მარკინიოსმა კი პარიზში დარჩენა გადაწყვიტა.

იტყობინებიან იმასაც, რომ ნეიმარი უქმად არც მშობლიურ გარემოშია და აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა კი, თვითიზოლაციის წესებს არ არღვევს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის შეჩერების შესახებ 13 მარტს გამოაცხადა, თანაც ეს პაუზა როდემდე გაგრძელდება, უცნობია.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირების 9 134 შემთხევაა დაფიქსირებული, 264 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები