Thumbnail

ლაციო მომავალი კვირიდან ვარჯიშების განახლებას გეგმავს, რის გამოც რომაული კლუბს იტალიაში მასობრივად აკრიტიკებენ. კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ იტალიაში კორონავირუსი უდიდესი მასშტაბებით ვრცელდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 35 713 შემთხვევაა დაფიქსირებული და ჯამში 3 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ლაციოს პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს თქმით, მან ვარჯიშის განახლების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გუნდი ფორმიდან არ ამოვარდეს. ამის გამო ლოტიტო კრიტიკის უმთავრესი ობიექტია.

“მოთამაშეები, ისევე, როგორც ყველა ადამიანი, სახლში უნდა დარჩნენ!” - აცხადებს ფეხბურთელთა გაერთიანება AIC-ის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი.

რომის ლაციო ვარჯიშების განახლებას მომავალი კვირიდან გეგმავს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბმა დაიცვას წესები და ფეხბურთელების უსაფრთხოება დააყენოს პირველ ადგილზე,” - ეს მილანის ინტერის გენერალური მენეჯერის, ჯუზეპე მაროტას სიტყვებია.

ლოტიტო არ არის ერთადერთი ბოსი, ვინც კლუბის ვარჯიშების განახლების მომხრეა. მომავალ კვირაში ვარჯიშის დაწყება კალიარისა და ბრეშაშიც სურთ.

იტალიაში, მარტო ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა დღეს 2 978-ია.

კომენტარები

ბოლო ამბები