Thumbnail
  • გურამ კაშია ბოლო პერიოდის პოპულარულ გამოწვევაში ჩაერთო
  • ნაკრების ვიცე კაპიტნის ვიდეოს ქართველი ფეხბურთელები გამოეხმაურნენ

საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი გურამ კაშია საფეხბურთო სამყაროს მოდებულ ჩელენჯში ჩაერთო და ტუალეტის ქაღალდის კენწვლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სახალისო დასასრული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გადამკიდე, ფართო გამოძახილი ჰპოვა კამპანიამ “დარჩი სახლში”, რომელიც ადამიანებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

ცხადია, საწვრთნელი პროცესის გამო სახლში მყოფ ფეხბურთელებს გასაქანი სჭირდებათ და ახალ ჩელენჯში ბევრი მათგანი ჩაება. ერთ-ერთი პირველი, ვინც თავისი უკიდეგანო შესაძლებლობები გვაჩვენა, იტალიელი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი იყო.

Totti could juggle anything... Including all that toilet paper everyone is stocking up on 🧻

Posted by Italian Football TV on სამშაბათი, 17 მარტი, 2020

ახლა, მსგავსი ვიდეო კაშიამაც გამოაქვეყნა, სადაც გურამის ქალიშვილიც სჩანს. ქართველი ფეხბურთელი ბურთის იგივე ტუალეტის ქაღალდის ასართმევად ფეხებში ვარდნასაც არ მორიდებია, რის გამოც აწ უკვე ყაზახური ტობოლის წევრ ლუკა ზარანდიასგან გამოხმაურება მიიღო: ასეთი ქმედებისთვის VAR წითელ ბარათს მოგცემდაო, სხვებმა კი დაამატეს, ეგეთი ვარდნა საჯარიმოში არ გააკეთოო.

მეგობარს გაეხუმრა ამერიკულ სან ხოსეში კაშიასვე თანაგუნდელი ვაკო ყაზაიშვილიც: ბიჭო, მე ვერ ვაკეთებ, ფიზიკურად არ არის და მათხოვე რა 🧻.

კომენტარები

ბოლო ამბები