Thumbnail

სერია A 3 მაისს განახლდება? ოპტიმისტური განცხადება იტალიიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას განცხადებით, ქვეყნის ჩემპიონატი, შესაძლოა, 3 მაისს განახლდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და ჯერჯერობით, პროგნოზიც არასაიმედოა.

“უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ კალენდარზე, რომლის თანახმადაც ჩემპიონატს 3 მაისს განვაახლებთ და 30 ივნისს დავასრულებთ.

შესაძლოა, რამდენიმე დღე ივლისშიც გამოვიყენოთ, რის თაობაზეც საუბარს ფიფასთანა და უეფასთანაც ვაპირებთ.

მოგვიწევს ივნისში საერთაშორისო მატჩებისთვის გამოყოფილი ფანჯარაც გავითვალისწინოთ, როდესაც უეფა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო თამაშების ჩატარებას გეგმავს.

ცხადია, ეს, მხოლოდ წინასწარი გათვლებია, რადგანაც ზუსტად არ ვიცით, პანდემია როდემდე გაგრძელდება. შესაძლოა, ისეც მოგვიწიოს, რომ მატჩები ივლისის ბოლომდე გაიწელოს”.

შეგახსენებთ, რომ იტალია იმ ქვეყნების რიგშია, რომლებიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

ამ დროისთვის, იტალიაში 35 713 ადამიანია დაინფიცირებული, 2 989 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები