- ჰარუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
- ტოჩინოშინი ჩიომარუსთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა
32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მე-7 ბრძოლა დათმო.
ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-15 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 7 მარცხი. მისი მეტოქე მე-13 საჭიდაო დღეს კოტოშოგიკუ იქნება. ლევანმა დადებით ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 3-დან სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს.
კომენტარები