Thumbnail

ოფიციალურად: Sony-მ ახალი PlayStation-ის ტექნიკური დეტალები გაამჟღავნა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 1GB მონაცემების ჩასატვირთად PS5-ს წამის მეოთხედი დასჭირდება
  • PS5-ს, პერსონალური კომპიუტერის მსგავსად VFD იმუშავებს
  • ახალ ფლეისთეიშენს 3D აუდიო ექნება

Sony-მ ახალი PlayStation 5-ის ტექნიკურ დეტალებზე, დღეს, GDC 2020 (თამაშების დეველოპერების კონფერენცია)-ზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე, რომელიც სულ რამდენიმე  წუთის წინ დასრულდა,ახალი ფლეისთეიშენზე ბევრი რამ შევიტყვეთ. გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების ჩამონათვალს.

Sony-ს წარმომადგენელმა, მარკ კერნიმ, ახალი PS5-ის ტექნიკურ მხარეზე ისაუბრა და სისტემასა და სტრუქტურაზე დეტალური ახსნა-განმარტება მოგვცა. სამწუხაროდ, ექსკლუზიური თამაშებისა და დიზაინის შესახებ ინფორმაცია, კომპანიამ ისევ საიდუმლოდ დატოვა.

აუდიო სისტემა

 როგორც ჩანს, ახალ ფლეისთეიშენს 3D აუდიო ექნება, რომელიც ყველა მომხმარებლისთავის უნიკალური იქნება. თუმცა, მარკ კენრის არ დაუზუსტებია, ეს რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, უკვე არსებულ აუდიო სისტემაზე 3D აუდიოს მორგება ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა, მეორე მხრივ, ყურსასმენებით 3დ აუდიოს მიღება ბევრად უფრო იოლია. პრეზენტატორმა ისიც აღნიშნა, რომ TV ვირტუალურ surround sound სისტემაზე მუშაობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაწილი წარსადგენად ჯერ მზად არ არის. 

ახალი ფლეისთეიშენის აუდიო სისტემას Tempest 3D AudioTech უზრუნველჰყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ Dolby Atmos-ის ფუნქციის იმედი არ უნდა გვქონდეს.

დეტალებით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მარტივად გეტყვვით: Sony გვპირდება, რომ PS5 არ გადახურდება და ხმაც ნაკლები ექნება. რაც მშვენიერი ნიუსია.

PS5-ის დიზაინის რენდერი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა

''ჩვენი გათვლებით, gpu ძირითადად მაქსიმალურ ბუსტზე იმუშავებს, რაც 2.23GHz-ია.;'' განაცხადა ქერნიმ.

PS5-ს, პერსონალური კომპიუტერის მსგავსად, VFD (variable frequency drive)-ზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისის სიჩქარე გადახურებაზე დიდად იქნება დამოკიდებული. კონსოლისთვის საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, მით უმეტეს, რომ გადახურებას უახლეს ტექნოლოგიებში ხშირად იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი.

ელ. ენერგიის მოხმარების კუთხით, აღსანიშნავია რომ, სონი ადრეც გვპირდებოდა და ახლაც შეგვახსენა, რომ პს5 ყველაზე ეკო-მეგობრული კონსოლი იქნება. 

ტექნიკური დეტალები

''კონსოლის გამოსვლისთანავე, მასზე ტოპ 100 პს4-ის თამაშის დაყენება შეგეძლებათ.'' დაგვპირდა ქერნი კონფერენციაზე. ეს, ნაწილობრივ ისედაც ვიცოდით, თუმცა, კარგია, რომ ოფიციალურად დაადასტურეს.

კონსოლს RDNA 2 GPU აქვს, თუმცა ეს ჭორის დონეზე ისედაც ვიცოდით.

რა საკვირველია, კონსოლისა და პერსონალური კომპიუტერის მოყვარულ გეიმერებს შორის, მუდმივი ომია იმაზე, თუ ვის აქვს უკეთესი და მეტი თამაშები და ტექნოლოგია. ქერნი გადაწყვიტა, ამ კონფლიქტისთვის ''წერტილი დაესვა.''

''თუ კი ჩვენი კონსოლის გამოსვლის დროს, იმავე ან მსგავსი gpu-ს მქონე პერსონალურ კომპიუტერს აღმოაჩენთ, უნდა ჩათვალოთ რომ AMD-სთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა და რაღაც ისეთი შევქმენით, რაც ორივე - კონსოლისა და კომპიუტერის სამყაროს სარგებელს მოუტანს.'' - განაცხადა ქერნიმ.

Backwards compatibility შესაძლებელი იქნება GPu-ს სპევიფიკური არქიტექტურის წყალობით, თუმცა ამაზეც ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით.

სიჩქარე და SSD

პს5-ის სიჩქარე 5.5GB/წამშია. მისი მეხსიერების გაფართოება გარე მეხსიერების ბარათით შესაძლებელია. თუმცა, იმისათვის რომ SSD პს5-ს მოერგოს, ის იმავე სისწრაფის ან კიდევ უფრო სწრაფი იყოს. ამ მოთხოვნებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ PCIe 4.0-ის SSD-ები აკმაყოფილებს, რომლებიც საკმაოდ ძვირია.

სთრიმინგის და ჩატვირთვის დრო 100x უფრო სწრაფი იქნება. მაგალითისათვის, დიდ, ღია სამყაროს მქონე თამაშებში, ეს ''სწრაფი მგზავრობის'' ჩატვირთვის დროს ბევრად შეამცირებს. 

როგორც კონფერენციაზე გავიგეთ, თუ 1GB მონაცემების ჩასატვირთად პს4-ს 20 წამი სჭირდებოდა, პს5 წამის მეოთხედი დასჭირდება. თუ ეს სიმართლეა, ეს კონსოლის გეიმინგის გამოცდილებას აბსოლუტურად შეცვლის. ეს Sony-ს მთავარი უპირატესობაა Microsoft-სა და მის Xbox-თან. 

პს5-ის სპეციფიკაციები ასე გამოიყურება:

  • 8x Zen 2 Cores at 3.5GHz
  • 10.28 TFLOPs, 36 CUs at 2.23GHz (custom-made by AMD) 
  • 16GB GDDR6/256-bit
  • Custom 825GB SSD

შესაძლოა, ამ კონფერენციამ გეიმერბს ცოტა იმედია გაუცრუოს, რადგან Sony-მ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ისევ საიდუმლოდ დატოვა, თუმცა, კონფერენციამ ის შთაბეჭდილება დაგვიტოვა, რომ Sony ახალ კონსოლზე დიდ იმედებს ამყარებს. როგორც ჩანს, კომპანიამ მიზნად დაისახა. საკუთარი კონსოლი უსწქრაფეს გეიმინგ კომპიუტერებს ამოუყენოს გვერდში.

კომენტარები

ბოლო ამბები