Thumbnail

იბრაჰიმოვიჩი: თუკი ვირუსი არ მიდის ზლატანთან, მაშინ ზლატანი მიდის ვირუსთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტალიური კლინიკებისთვის თანხის შეგროვებას იწყებს.

38 წლის იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც იტალიურ გუნდებში (იუვენტუსი, ინტერი, მილანი) ჯამში 7 წელი აქვს გატარებული, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

“იტალიამ ბევრი რამ მომცა და მინდა, ამ რთულ პერიოდში, ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, კიდევ უფრო ბევრი მივცე.

გადავწყვიტე საავადმყოფოებისთვის სასხრების მოძიება დავიწყო და ამისთვის, ჩემი ფართო კავშირები გამოვიყენო.

სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ და ახლა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა, მხოლოდ ვიდეოები კი არ გვიშველის.

ჩემი კოლეგების გულუხვობის იმედი მაქვს, პროფესიონალი სპორტსმენების, რომელთაც გარკვეული შენატანის გაკეთება ნამდვილად შეუძლიათ.

ყველას ერთად ნამდვილად შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ კლინიკებს, ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად, ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობენ.

ახლა, ყველანი მათი ქომაგები ვართ!

მოდით, ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი! და გახსოვდეთ: თუკი ვირუსი არ მიდის ზლატანთან, მაშინ ზლატანი მიდის ვირუსთან”.

კომენტარები

ბოლო ამბები