Thumbnail

‘არ მინდა, ჩემი შვილები იდიოტები იყვნენ’ - რა წერია ზიდანის ახალ წიგნში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აპრილში ზინედინ ზიდანის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა
  • ჟურნალმა Vanity Fair წიგნიდან ამონარიდები გამოაქვეყნა

ზინედინ ზიდანი თავისი შვილების მომავალზე ნერვიულობს. ამის შესახებ რეალ მადრიდის ფრანგი მწვრთნელი თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომელიც 28 აპრილს გამოვა. წიგნი ფრანგმა ჟურნალისტმა, ფრედერიკ ჰერმელმა დაწერა. ჟურნალმა Vanity Fair ლეგენდარული ფრანგის ახალი წიგნიდან ამონარიდები გამოაქვეყნა.

'არ მინდა, რომ ჩემმა სიმდიდრემ და ყველაფერმა, რაც მაქვს და რაც ჩემს გარშემო ხდება, ისინი სიგიჟემდე მიიყვანოს'

“ჩემს შვილებს არ აქვთ ისეთი ცხოვრება, როგორიც სხვებს. მეშინია, რომ ისინი პატარა იდიოტები გამოვლენ. არ მინდა, რომ ჩემმა სიმდიდრემ და ყველაფერმა, რაც მაქვს და რაც ჩემს გარშემო ხდება, ისინი სიგიჟემდე მიიყვანოს. მინდა, რომ ისინი კარგი ადამიანები იყვნენ,” - წერს ზიდანი. შეგახსენებთ, რომ ზიზუს მეუღლე ვერონიკთან ერთად ოთხი ვაჟი ჰყავს - ენცო (24 წლის), ლუკა (21), თეო (17) და ელიაზი (14).

თეო და ზინედინ ზიდანები

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონის წიგნიდან ამონარიდები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ყველანაირი პრივილეგიებისა, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი პრობლემებით და შიშებით.

წიგნის დიდი ნაწილი ზიზუს ფეხბურთელებთან ურთიერთობას ეხება: “როცა ჩემი ფეხბურთელები 3-4 თამაშს წააგებენ და 3-ჯერ ან 4-ჯერ ცუდად ითამაშებენ, მხოლოდ ამის გამო სხვანაირად არ მოვიქცევი. მე ჩემს მოთამაშეებს ბოლომდე დავიცავ. მე მჯერა მათი და ეს ბოლომდე ასე იქნება. მე არ განვეკუთვნები ისეთი მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც ფეხბურთელებს აშავებენ და ამბობენ, რომ ეს მისი, ან სხვისი ბრალია. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ,” - წერს 47 წლის ზიზუ.

კომენტარები

ბოლო ამბები