Thumbnail

Pro Evolution Soccer | საქართველოს კიბერ ნაკრები ლიდერთა შორისაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრები პირველობას ბელარუსთან ერთად ინაწილებს
  • ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს

საქართველოს კიბერ ნაკრებმა საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი წრის შეხვედრები დაასრულა.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველების მეტოქეები ბელარუსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლიეტუვას, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები არიან.⠀

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს ბელარუსის ნაკრებთან ერთად ინაწილებს, მეორე წრის შეხვედრები კი თვის ბოლოს გაიმართება.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველი ადგილის მფლობელი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, მეორე ადგილოსნები კი ერთმანეთს პლეი ოფში დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, საქართველოს კიბერ ნაკრებს ტურნირზე 2 მოთამაშე – გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

View this post on Instagram

🎮 საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კიბერ ნაკრებმა პირველი წრის შეხვედრები დაასრულა. ჩვენი მეტოქეები ბელარუსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლიეტუვას, კოსოვოს და ლუქსემბურგის ნაკრებები არიან. ⠀ ⚽️ 5 ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს ბელარუსის ნაკრებთან ერთად ვინაწილებთ, თვის ბოლოს მეორე წრის შეხვედრები გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ პირველი ადგილის მფლობელი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, მეორე ადგილოსნები კი ერთმანეთს საბოლოო პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან. ⠀ 🇬🇪 საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 2 მოთამაშე - გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

A post shared by Georgia (@georgianffofficial) on

კომენტარები

ბოლო ამბები