Thumbnail

'ჯაბას ბოდიშის მოხდა უნდოდა' - რუსი ფეხბურთელი კანკავასთან კონფლიქტს იხსენებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • არსენ ხუბულოვი ჯაბა კანკავასთან ჩხუბს იხსენებს
  • კანკავასა და ხუბულოვის შეხვედრა ორი წლის შემდეგ

ვლადიკავკაზელი არსენ ხუბულოვი ალან ძაგოევთან ერთად იწყებდა კარიერას. ის რუსეთში პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია. 29 წლის ხუბულოვი ყაზახეთში, ყარაღანდის შახტიორში გადავიდა, ამიტომაც მასთან ინტერვიუ Prosports.kz-მა ჩაწერა.

ყაზახურმა გამოცემამ ხუბულოვს 2018 წლის ინციდენტი გაახსენა, როცა საწვრთნელ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ჩხუბი მოუვიდა. მაშინ ჯაბას ტობოლი რუსულ ანჟის ეთამაშებოდა, სადაც ხუბულოვი თამაშობდა. ასევე ანჟის ღირსებას გიორგი ლორია იცავდა.

📺 ჯაბა კანკავა V არსენ ხუბულოვი

კანკავა და ხუბულოვი ახლახან ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როცა ტობოლმა შახტიორს 4:1 მოუგო, ჯაბა კი ტურის სიმბოლურში მოხვდა.

Prosports.kz: ტობოლში ჯაბა კანკავა თამაშობს, რომელთანაც რამდენიმე წლის წინათ თქვენ ჩხუბი მოგივიდათ ამხანაგურ მატჩში. ელოდით მასთან ახალ შეხვედრას?

არსენ ხუბულოვი: არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ჩხუბს ვერც დავარქმევ, უფრო ჩხუბის მცდელობა. ეს ფეხბურთია, ემოციებია - არაფერი საშიში. დიახ, ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ფეხბურთში ემოციები ყოველვის არის. ხანდახან შეკრებაზე ძალიან ძნელია გაძლება, ორი კვირა დღეში ორჯერ მხოლოდ ვარჯიშობ, მეტი არაფერი, შეიძლება გაგიჟდე კიდეც. 

მოედანზე რაღაც ძალიან უმნიშვნელო მოხდა, თამაშის მერე ყველაფერი მოვაგვარეთ. მან გიორგი ლორიას დაურეკა. ლორიამ მითხრა, რომ კანკავას მოსვლა უნდოდა, და თუ საჭირო იყო, ბოდიშსაც მოიხდიდა. ვუპასუხე: "არა, არაფერია საჭირო, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა". ასე რომ, ჯაბასთან ყველაფერი ნორმალურადაა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები