Thumbnail

ჟეზუშს კორონავირუსი დაუდგინდა – ფლამენგოს მწვრთნელი კარანტინშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრაზილიური ფლამენგოს მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუშს კორონავირუსი დაუდგინდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად სპეციალისტმა გაავრცელა სოციალური ქსელით.

“ეს მართალია, ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა, თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, ისევე, როგორც, 1 თვის ან 1 წლის წინ.

მე ისევ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არანაირი სიმპტომები არ მაქვს, უბრალოდ, კარანტინში ვიქნები”.

როგორც ირკვევა, 65 წლის ჟეზუში შინ რჩება, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, ჟორჟემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო და ფლამენგომდე 15-მდე კლუბში უმუშავია, მათ შორის, ბრაგაში, ბენფიკასა და სპორტინგში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი ფლამენგოს ვიცე-პრეზიდენტ მაურისიო გომეს დე მატოსსაც დაუდგინდა, რომელიც მარტის დასაწყისში მადრიდის რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ხვდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები