Thumbnail

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა დასახმარებლად შესაბამის ფონდში 2,5 მილიონი ევრო გადარიცხეს. ეს ინფორმაცია ბუნდესგუნდის მოთამაშეებმა, მათიას გინტერმა და ლეონ გორეტცკამ ინსტაგრამზე დაადასტურეს.

“მსოფლიო იშვიათად ყოფილა ისეთ საგანგებო მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა. ადამიანები ერთმანეთს ძალიან, ძალიან მაგრად ეხმარებით. ამაში ჩვენი წვლილის შეტანა გერმანიის ნაკრების მოთამაშეებსაც გვსურს. ჩვენ 2,5 მილიონ ევროს ვრიცხავთ,” - ამბობს გინტერი მიმართვაში.

“პრობლემა არამარტო უფროს თაობას, არამედ ყველას ეხება. ამიტომაც გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ ვისაც შეგიძლიათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ კორონავირუსთან ბრძოლაში. ჩვენ 2,5 მილიონი ევრო შევაგროვეთ და იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. თავს გაუფრთხილდით, გისურვებთ ჯანმრთელობას. რაც მთავარია, დარჩით სახლებში,” - ეს გორეტცკას სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები