Thumbnail
  • იუვენტუსს სურს ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს
  • ნახევარმცველის შეძენა პსჟ-ს და ჩელსის უნდათ

მირალემ პიანიჩი ტურინის იუვენტუსს 2016 წელს, რომადან შეუერთდა. სამი სეზონის განმავლობაში ბოსნიელმა ფეხბურთელმა სერია A-ს სამჯერ მოგება შეძლო. გავრცელებული ინფომრაციით, ზაფხულში იტალიური კლუბი 29 წლის მოთამაშის გაყიდვას აპირებს.

Calciomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი პიანიჩის გაყიდვას 60 მილიონ ევროდ აპირებს. იუვენტუსს ნახევარდაცვაში ბევრი მოთამაშე დაუგროვდა - აარონ რემსი, რაბიო, მატუიდი და სხვა. როგორც ჩანს, გუნდის დატოვების ერთ-ერთი კანდიდატი სწორდე ბოსნიელია.

მირალემ პიანიჩის შეძენით ორი გუნდი ინტერესდება. თავდაპირველად ინტერესი პარი სენ-ჟერმენმა გამოთქვა. ფრანგულ კლუბს შეუძლია კარგი თანხის გადახდა. პიანიჩის დამატებით პსჟ მოედნის ცენტრს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მეორე გუნდი ლონდონის ჩელსია. ინგლისელებს ბოსნიელის დამატებით, მოედნის ცენტრში კანტე-პიანიჩის დუელის შექმნა სურთ, რომელიც მეტოქე გუნდს ბევრ პრობლემებს შეუქმნის.

მირალემს ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხლამდე აკავშირებს.

მირალემ პიანიჩმა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები