Thumbnail

ბეილი რეალს ზაფხულში დატოვებს - მადრიდელები უელსელს უფასოდაც გაუშვებენ

  • 30 წლის უელსელ გარემარბს ზინედინ ზიდანის გუნდში მომავალი არ აქვს
  • სამეფო კლუბს ბეილისთვის წელიწადში 14 მილიონი ევროს გადახდა აღარ სურს

გარეთ ბეილი მადრიდის რეალს 2020 წლის ზაფხულში დაემშვიდობება. ინგლისური და ესპანური მედიის ცნობით, მადრიდული კლუბი მზადაა, 30 წლის უელსელ გარემარბს, რომელსაც ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, უფასოდად კი შეელიოს.

რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ბეილის ადგილს გუნდის შემადგენლობაში ვერ ხედავს და კლუბს მის გაშვებას თხოვს. ხელფასის გადახდა უელსელისთვის, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება, არც მადრიდელთა ხელმძღვანელობას სურს. და აქ საუბარია წელიწადში 17 მილიონ ევროზე.

ზინედინ ზიდანს უელსელი ფეხბურთელი აღარ სჭირდება

შესაბამისად, მადრიდის რეალი მზადაა, ბეილთან კონტრაქტი იმ შემთხვევაშიც გაწყვიტოს, თუკი სხვა რომელიმე გუნდთან ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკებს. 
 
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, გარეთ ბეილს რეალში ლიმიტიც შეეხება - ლა ლიგაში კლუბებს განაცხადში მხოლოდ სამი ისეთი მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ წარმოადგენენ. 

ამჟამად ესპანეთში საფეხბურთო ჩემპიონატში პაუზაა გამოცხადებული, რისი  მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.

გარეთ ბეილმა ლა ლიგის ამ სეზონში 14 მატჩში ითამაშა,  2 გოლი გაიტანა და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები