Thumbnail

ქართველი ხარის დაბრუნება გადაიდო - ევროპის ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

სთრონგმენი კონსტანტინე ჯანაშია, იგივე 'ქართველი ხარი' მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და აქტიურ სპორტში დასაბრუნებლად ემზადება. პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჯანაშიამ უნდა იასპარეზოს, ევროპის ჩემპიონატია. ტურნირი ქალაქ მანჩესტერში 4 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო.

ტურნირის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ჩემპიონატი ოთხი თვით გადაიდება და 8 აგვისტოს გაიმართება. შესაბამისად, 'ქართველ ხარს' უფრო მეტი დრო ექნება, რომ პრესტიჟული შეჯიბრისთვის იდეალურად მოემზადოს.

წაიკითხე: ინტერვიუ | ქართველი ხარი, რომელიც ყველაფერს მოიგებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები