Thumbnail

მას მერე, რაც ბრუკლინ ნეტსის 4 მოთამაშეს (მათ შორის კევინ დურანტს) კორონავირუსი დაუდასტურდათ, ტესტები ლოს ანჯელეს ლეიკერსის ყველა კალათბურთელს ჩაუტარეს და ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინშია. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ბოლო გუნდი, რომელსაც ბრუკლინი შეხვდა, სწორედ ლეიკერსი იყო (10 მარტს).

“ბრუნკლინთან ჩატარებული მატჩის გამო ყველანი რისკის ქვეშ ვართ. შესაბამისად, ჩვენს ყველა მოთამაშეს და მთელ სტაფს ტესტები ჩაუტარდება,” - ვკითხულობთ ლეიკერსის განცხადებაში, - ჩვენი მოთამაშეების, თანამშრომლების, ფანების და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.”

საერთო ჯამში, NBA-ში კორონავირუსი 7 მოთამაშეს დაუდგინდა. ესენი არიან: დონოვან მიტჩელი, რუდი გობერი (ორივე იუტა ჯაზი), კრისტიან ვუდი (დეტროიტი), კევინ დურანტი და ბრუკლინის კიდევ 3 მოთამაშე, რომელთა ვინაობა ჯერ არ გახმაურებულა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები