Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დინამომ მგზავრები დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 85:67 მგზავრები
  • რუსთავი 68:75 კაკტუსი
  • ქუთაისი 118:81 სოხუმი

სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ. მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად მგზავრები დაამარცხა, 85:67.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დინამო დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

დინამოს რიგებში შესანიშნავად ითამაშა რეივენ ლიმ, რომლის აქტივში 15 ქულაა. 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა კაელ ტურპინმა. 12-12 ქულა მიითვალეს აქტივში ლაველ ბოიდმა და ალეკსანდერ მიტროვიჩმა.

საინტერესო მატჩი შედგა რუსთავსა და კაკტუსს შორის, რომელშიც გამარჯვება თბილისურმა გუნდმა მოიპოვა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მესამე მეოთხედიდან მოყოლებული კი კაკტუსის უპირატესობა გამოიკვეთა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა: 75:68 თბილისელთა სასარგებლოდ.

კაკტუსის რიგებში 22 ქულით დეანდრე პარკსმა გაიბრწყინა, რუსთავის შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი ლევან ცეკვავა იყო 13 ქულით.

ტური ქუთაისი-სოხუმის მატჩით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა ჩემპიონატის აუტსაიდერი: 118:81.

ჩემპიონატს 38 ქულით ქუთაისი ლიდერობს, რომელსაც 35-35 ქულით დინამო, რუსთავი და კაკტუსი მიყვებიან

კომენტარები

ბოლო ამბები