Thumbnail
  • ქართველმა მორაგბემ მონ დე მარსანსა და ბორდოზე ისაუბრა
  • ბექა გორგაძემ ინტერვიუ Rugby-scapulaire-ს მისცა

24 წლის ქართველმა მორაგბე ბექა გორგაძემ ფრანგულ რაგბში მისი სადებიუტო ნაბიჯები გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ გორგაძის პირველი უცხოური კლუბი მონ დე მარსანი იყო, სადაც 2016-17 წლებში 32 მატჩში 5 ლელო მიითვალა, 2018 წლიდან კი ბორდოს ღირსებას იცავს და მის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მცირე ინტერვიუ Rugby-scapulaire-ს მისცა.

“მონ დე მარსანში როდესაც ჩავედი, მხოლოდ 18 წლის ვიყავი და ეს, ძალიან რთული პერიოდი იყო. საფრანგეთში მარტო აღმოვჩნდი, ოჯახი კი საქართველოში დარჩა, თანაც, ჩემს ახალ კლუბში არცერთი ქართველი მორაგბე არ დამხვდა. მოგეხსენებათ, ქართველები ბევრ ფრანგულ კლუბში თამაშობენ, მე კი ამ მხრივ არ გამიმართლა.

ამასთანავე, ეს, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. წარმოიდგინეთ დაახლოებით ასეთი სიტუაცია: თქვენ იძინებთ საკუთარ სახლში და იღვიძებთ სადღაც ძალიან შორს. ცხადია, თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, თუმცა, ეს ჩემი არჩევანი იყო და ის, რისკენაც ყოველთვის ვისწრაფოდი.

აუცილებელი იყო მხოლოდ მუდმივად წინ მემოძრავა. შესაბამისად, მონ დე მარსანში თან ვთამაშობდი და თან ფრანგულ ენას ვსწავლობდი. სწორედ ამან მომცა საშუალება სწრაფი პროგრესი მქონოდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემთვის ბორდოში ტრანსფერი ძალიან სასიხარულო იყო, რადგანაც, ასე ვთქვათ, ოჯახურ წრეში მოვხვდი. ადაპტაციაში ყველა მეხმარებოდა, თუმცა, მთავარი ამბავი ის იყო, რომ მონ დე მარსანისგან განსხვავებით, ბორდოში 3 ქართველი დამხვდა – ლაშა ტაბიძე, ლექსო ყაულაშვილი და მისი ძმა საბა.

გასულ წელს, როდესაც ჩვენთან ირაკლი ცხადაძე თამაშობდა, სულაც ხუთნი ვიყავით.
ეს, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. გუნდს გარეთ ერთად დიდ დროს ვატარებთ, შეიძლება ითქვას, რომ სულ ერთად ვართ”.

კომენტარები

ბოლო ამბები