Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს კრასნოდარში 22:6 იმარჯვა
  • რაგბი ევროპამ ბორჯღალოსნების შარშანდელი მოგება გაიხსენა

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის პანდემიის გამო, დაპაუზებულია სარაგბო სამყაროც. გაუქმებულია ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო თუ შიდა ტურნირი, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ რაგბი ევროპაც წარსულის ამბების გახსენებითაა დაკავებული.

On This Day - Georgia win REC 2019

🔁 🎥 Relive the final game of last year's Rugby Europe Championship as Georgian Rugby defeat Союз регбистов России - Rugby Union of Russia to lift the 🏆

Posted by Rugby Europe on სამშაბათი, 17 მარტი, 2020

ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამჯერად გასულ წელს კრასნოდარში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ტიტული გაიფორმა.

აღნიშნული შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის ეგიდით შედგა და “ბორჯღალოსნებმა” მასპინძელ რუსეთის ნაკრებს 22:6 სძლიეს.

ქართველი ქომაგები ყუბანის სტადიონზე

ყუბანის სტადიონზე შეკრებილი 5 850 მაყურებლის თვალწინ, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, ლელოები გიორგი ცუცქირიძემა და მირიან მოდებაძემ (1 საჯარიმო ლელოც გვერგო), დადეს, ჯარიმა სოსო მათიაშვილმა გაიტანა, გარდასახვა კი – ლაშა მალაღურაძემ.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ხუთივე მატჩი მოიგო, 24 ქულა მოაგროვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები