Thumbnail

კევინ დურანტი და ბრუკლინის კიდევ 3 მოთამაშე ინფიცირებულნი არიან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დურანტის გარდა ნეტსის კიდევ სამი მოთამაშეა ინფიცირებული
  • ნიუ იორკში COVID-19-ის გავრცელება სწრაფად ხდება

სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ ბრუკლინ ნეტსის კალათბურთელის, კევინ დურანტის ტესტი კორონავირუსზე დადებითია. დურანტის გარდა COVID-19  ბრუკლინ ნეტსის კიდევ სამ მოთამაშეს დაუდგინდა. მათი ვინაობა უცნობია. ნეტსის ინფიცირებულთა ოთხეულიდან სიმპტომები მხოლოდ ერთ მათგანს აღენიშნება, დანარჩენ სამ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება.

"ორგანიზაცია აფრთხილებს ყველას ვისაც მოთამაშეებთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ბოლო მეტოქეებსაც და მჭიდროდ მუშაობს ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებთან." - ვკითხულობთ ბრუკლინური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

NBA-ში რეგულარული სეზონი 12 მარტიდან, მას შემდეგ შეჩერდა, რაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი რუდი გობერის ტესტმა აჩვენა. როდის და რა ფორმით განახლდება სეზონი ჯერ უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები