Thumbnail

'ქართველებთან თამაში მერეც შეიძლებოდა' - ბელარუსში კორონავირუსის არ ეშინიათ?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • როგორ გამოეხმაურა ბელარუსის მედია ევროს პლეი ოფის გადადებას
  • ბელარუსის ჩემპიონატი 19 მარტს მაინც დაიწყება

უეფამ დღეს დაადგინა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება, ხოლო ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართოს.

როგორ გამოეხმაურნენ ამ სიახლეებს ბელარუსში? შეგახსენებთ, რომ სწორედ ბელარუსია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე.

Прессбол-მა ამ სიახლესთან ერთად გამოაქვეყნა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის მოულოდნელი გადაწყვეტილება - კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი დაგეგმილ დროს, 19 მარტს დაიწყება.

"საქართველოსთან თამაში მერეც შეიძლებოდა, ევროპის ჩემპიონატი გაისად არის. ასევე საოცარია, ჩემპიონატის გამართვის ამბავი - მაინცდამაინც მოედანზე უნდა მოკვდნენ სპორტსმენები", - წერს ერთ-ერთი ფანი კომენტარებში.

ბელარუსებმა მოიძიეს და აღმოჩნდა, რომ ევროპაში ყველგან შეწყდა ეროვნული პირველობა, გარდა მათი ქვეყნისა და თურქეთისა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერთ-ერთმა პირველმა შეაჩერა ეროვნული ჩემპიონატი ევროპაში - 11 მარტს. უფრო ადრე ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ სან მარინოში და შვეიცარიაში მიიღეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები