Thumbnail

იუვენტუსში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ტურინის იუვენტუსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კორონავირუსი ტურინული გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდგინდა. დანიელე რუგანის შემდეგ, ინფიცირებული ბლეზ მატუიდი აღმოჩნდა.

ტურინული გუნდის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მატუიდის კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონი თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურებობის ქვეშაა. ბლეზი 11 მარტიდან თვითიზოლაციაშია.

აღსანიშნავია, რომ მედიაში პაოლო დიბალაზე ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა, რომელიც ტურინის იუვენტუსმა უარყო. არგენტინული მედია წერდა, რომ დიბალას კორონავირუსი დაუდგინეს, რაც ფეხბურთელმაც და კლუბმაც უარყო.

კომენტარები

ბოლო ამბები