Thumbnail
  • დელ პიეროს გოლი გერმანიის წინააღმდეგ
  • სანაკრებო აღიარება, რომელიც ლეგენდამ კარიერის მიწურულს მოიპოვა

შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ დელ პიეროს ოქროს გოლი ისაა, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალში დორტმუნდის ბორუსიას გაუტანა, ან სულაც ის გოლი, რომელიც ალექსის გოლამდე, 1 წუთი ადრე ამავე მატჩში ლემანს ფაბიო გროსომ შეუგდო...

მაგრამ ეს ეპიზოდი საჭირო იყო დიდი ფეხბურთელის კარიერისთვის - იუვეს და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის დიდ ტურნირებზე თამაშს თუ გადავხედავთ, გერმანიასთან გოლამდე, მხოლოდ ჯგუფური ეტაპების მესამე მატჩებში გატანილ 2 გოლს თუ გავიხსენებთ - შვედეთის (ევრო 2000) და მექსიკის (მუნდიალი 2002) წინააღმდეგ.

არადა, 7 დიდი ტურნირი აქვს ნათამაშები! ლიპის მიერ დიდი მატჩებისთვის დასვენებულმა ალესანდრომ, გერმანიასთან გატანილ ბრწყინვალე გოლს, ფინალში პენალტი დაუმატა და თავის მდიდარ კარიერას სანაკრებო მემკვიდრეობაც შემატა, რასაც ბევრი დიდი ფეხბურთელი ვერ ახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები