Thumbnail

'ბილეთები შეგიძლიათ შეინარჩუნოთ' - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
  • ქომაგს შეუძლია ბილეთი შეინარჩუნოს, ან თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი, რომელიც საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო, გადადებულია.

უეფას ეს გადაწყვეტილება, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 55 წევრი ასოციაციის წარმომადგენელთა საგანგებო თათბირზე მიიღო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება. პლეი ოფის მატჩები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა ჩატარდეს - კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფეხბურთის ფედერაციამ ქომაგებისთვის ოფიციალური განცხადება გაავრცელა. საქართველო - ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს. 

ბილეთების უკან დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ TKT.GE-ს მიმართონ, რათა გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები