Thumbnail

უეფა ევროპის ჩემპიონატის გადადებისთვის კლუბებისგან 300 მილიონ ევროს ითხოვს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ევროპის ჩემპიონატის გადადება უეფასთვის დიდ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული და ეს კლუბების ინეტერესებშია. პორტალ The Athletic-ის ინფორმაციით, ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების სანაცვლოდ უეფა კლუბებს და ლიგებს ჯამში 275 მილიონ ფუნტს სთხოვს, რაც დაახლოებით 300 მილიონი ევროა.

კონტინენტის პირველობის ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულში გადადება უეფას და ფიფას ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს რადგან 2021 წლის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს - ახალი ფორმატით. ამის გამო, უეფაში ევროპის ჩემპიონატის შემოდგომაზე, ან ზამთარში ჩატარებაზეც დაფიქრდნენ. საფეხბურთო საზოგადოება უეფას გადაწყვეტილებას დღეს ელოდება. ერთი რამ ცხადია: ამ ზაფხულს ევრო 2020-ის ჩატარების შანსი მინიმალურია.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისს უნდა დაწყებულიყო. პირველი მატჩი რომში იყო დაგეგმილი (იტალია V თურქეთი), ფინალი კი, 12 ივლისს - ლონდონში.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები