Thumbnail

2020 წლის 18 ივლისსს პორტ-ელიზაბეტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ტესტი უნდა გამართოს, რომელიც "ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე" გაიმართება. 

ახლახან სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა იძულებითი ცვლილებები შეიტანა გეგმებში, კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს ცვლილებები ივლისის ტესტებს არ შეხებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას აფრიკელები აპრილში მიიღებენ. 

“ქურციკები” 2020 წლის 4 და 11 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან და ამის შემდეგ გვეთამაშებიან ნელსონ მანდელას იუბილეზე. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სწორედ აფრიკელთა ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ მატჩში მათ ინგლისს 32:12 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები