Thumbnail

კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი – ირანში მწვრთნელი გარდაიცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კორონავირუსის პანდემიამ ირანში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, რომელიც სპორტთან იყო დაკავშირებული.

როგორც Tehrantimes იუწყება, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა საფეხბურთო და ფუტსალის მწვრთნელი აჰმად ტაჰერი.

4 თვის წინ მას ტვინზე სიმსივნე დაუდგინეს და შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდა. შედეგად, ტაჰირის იმუნური სისტემა შესუსტებული იყო და ახალ ვირუსს ვერ გაუმკლავდა.

ირანელი მწვრთნელი ფუტსალში არაერთ კლუბს (ტეჯარატი, პეიმანი, ესტეღლალი) ავარჯიშებდა, ამასთანავე, ქვეყნის ეროვნული ნაკრების სპორტული დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ცნობისთვის, ირანი იმ ქვეყანათა შორისაა, რომლებიც პანდემიამ ყვეალაზე მეტად აზარალა.

ამ დროისთვის, ირანში დაინფიცირების 14 991 შემთხვევაა აღნიშნული, 853 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, მე-3 მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები