Thumbnail
  • ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე II ტურის სიმბოლურში
  • ჯაბა კანკავაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო

sports.kz-მა ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მასში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა: ტობოლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი და კაისარის ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე.

"ნიკა კარგი დირიჟორივით ხელმძღვანელობდა გუნდს შეტევაში და დაცვაშიც კარგად თამაშობდა. შეეძლო გოლის გატანაც. ელგუჯა აქტიური და პროდუქტიული იყო, ზედიზედ მეორედ გუნდს მოუტანა გამარჯვება", - წერს sports.kz.

Instat-ის მიხედვით, კვეკვესკირი ჟეტისუსა და ტობოლოს მატჩის (0:0) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 281 ქულით. მეორე ადგილზე კი ჯაბა კანკავა გავიდა - 260 ქულა. კვეკვესკირმა ორთაბრძოლების 75% მოიგო და 53 ზუსტი პასი გააკეთა, მან სამჯერ დაარტყა კარისკენ (ერთხელ ზუსტად). კანკავამ ჟეტისუს ფეხბურთელებს 13 ორთაბრძოლა მოუგო. მის ანგარიშზეა 64 ზუსტი პასი და 3 დარტყმა (2 ზუსტი) კარისკენ). 

რაც შეეხება ლობჯანიძეს, მისმა კაისარმა ორივე მატჩი 1:0 მოიგო და ორივე ტურში გოლები მან გაიტანა. ასე რომ, გუნდს 6 ქულა პერსონალურად ლობჯანიძემ მოუტანა.

II ტურის სიმბოლური ნაკრები

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტობოლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მოხვდა.

სამწუხაროდ, კორონავირუსის საფრთხის გამო, ყაზახეთის ჩემპიონატიც შეჩერდა გაურკვეველი ვადით. ჩაიშალა ყაზახეთის ნაკრების ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე სომხეთთან (30 მარტს უნდა გამართულიყო). 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები