Thumbnail

მაუნთი ქუჩაში გამოიჭირეს - ჩელსის ფეხბურთელმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა მეისონ მაუნთმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ჩელსის ფეხბურთელს 14-დღიან იზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ მოუწია, რაც ლონდონური კლუბის კიდევ ერთ წევრს კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდგინეს.

მიუხედავად ამისა, მაუნთი ქუჩის ერთ-ერთ მოედანზე მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ფეხბურთს ვესტ ჰემის ფეხბურთელ დეკლან რაისთან ერთად თამაშობდა.

ჩელსიმ მაუნთს მკაცრი გაფრთხილება მისცა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ 21 წლის ფეხბურთელს ფულადი ჯარიმითაც დასჯიან.

კომენტარები

ბოლო ამბები