Thumbnail

WTA-მ 2 მაისამდე ყველა ტურნირი გააუქმა - გრუნტის სეზონი ჩაიშლება?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) კორონავირუსის პანდემიის გამო, 2 მაისამდე დაგეგმილი ყველა ტურნირი გააუქმა.

შესაბამისი განცხადება ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.

“კორონავირუსის გლობალური გავრცელების გამო, შტუტგარტში, სტამბოლსა და პრაღაში დაგეგმილი ტურნირები აღარ ჩატარდება.

ვწუხვართ, რომ ეს, ჩვენს ერთგულ ქომაგებს, მოთამაშეებს, სპონსორებსა და ყველა სხვას აზარალებს, ვინც ქალთა პროფესიულ ჩოგბურთს გვერდში უდგას.

ამ მომენტისთვის, 2 მაისამდე გაწერილი WTA-ს ყველა შეჯიბრი გაუქმებულია. მომავალუ კვირის განმავლობაში მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გრუნტის სეზონის სხვა ტურნირებთან დაკავშირებით.

არსებულ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და სამომავლო ნაბიჯებსაც შესაბამისად გადავდგამთ”.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 174 075 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 684 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები