Thumbnail

ახალი პერსპექტივა ევრო 2020-ისთვის? რუსეთმა უეფას მასპინძლობა შესთავაზა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

რუსეთმა უეფას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილით მიმართა და ამ წინადადებას დახმარების შეთავაზება დაარქვა. როგორც იცით, უეფაში ევრო 2020-ის საკითხი სამშაბათს დაგეგმილი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის რუსეთში, ან რომელიმე ქვეყანაში დაგეგმილ დროს ჩატარება ძალიან არარეალურია. ყველა ელოდება, რომ უეფა კონტინენტის პირველობას გადადებს. ძირითადად განიხილება ორი ვარიანტი: ევროპის ჩემპიონატი ზამთარში, ან 2021 წლის ზაფხულში.

“ცხადია, ჩვენ მზად ვართ. თუმცა, ჯერ უნდა ვიმსჯელოთ, როგორი შეიძლება იყოს ფორმატი, რამდენი მატჩი უნდა გაიმართოს და ა.შ. ეს გადაწყვეტილება უეფამ უნდა მიიღოს,” - განაცხადა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი სოროკინმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მუნდიალი სწორედ რუსეთში ჩატარდა.

წაიკითხეევროპის ჩემპიონატი მაინც წელს ჩატარდება? უეფაში ორ ვარიანტზე ფიქრობენ

გერმანული საინფორმაციო სააგენტო SID-ის ცნობით, უეფა სამშაბათს ევროპის ჩემპიონატს გადადებს და კორონავირუსის გავრცელების პროცესებს დააკვირდება, ევრო 2020-ის ჩატარების თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“საბოლოო სიტყვა უეფამ უნდა თქვას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთს გრანდიოზული ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს,” - ეს რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი ჩერნიშენკოს სიტყვებია. “ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სპორტსმენების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს,” - განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიზინმა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები