Thumbnail

90-იან წლებში პირველ არხზე გადაცემა 60 კითხვა გადიოდა, სადაც ცნობილი ადამიანები თავიანთი ცხოვრების შესახებ პასუხობდნენ კითხვებს და მაყურებელს თავს კიდევ უფრო კარგად აცნობდნენ.

ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი დავით ყიფიანი იყო, რომელმაც საყვარელ ფეხბურთელზე, დაუვიწყარ მატჩებსა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

სრული გადაცემა: 60 კითხვა - დავით ყიფიანი

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა დინამო თბილისთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასი (2-ჯერ) და თასების მფლობელთა თასი მოიგო.

გადაცემაში სტუმრობის პერიოდში დავით ყიფიანი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო. ის ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა. დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს, ავტოკატასტროფაში, დაიღუპა.

კომენტარები

ბოლო ამბები