Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი, რომელიც საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო, გადადებულია. უეფას ეს გადაწყვეტილება, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 55 წევრი ასოციაციის წარმომადგენელთა საგანგებო თათბირზე მიიღო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება.

პლეი ოფის მატჩები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა ჩატარდეს - კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობლი.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბილეთები, რომლებიც ქართველი ქომაგისთვის იყო გათვალისწინებული (51 493 ბილეთი), რეალიზაციაში ჩაშვებიდან მალევე გაიყიდა. კიდევ 2 646 ბილეთი კი ბელარუსი ქომაგისთვისაა გათვალისწინებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის პოზიცია იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი აუცილებლად მაყურებლების თანხლებით უნდა გამართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი გადადებდა ჯობდა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადავადდა და 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. შესარჩევი პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება კი თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა ჩატარდეს. ამ მატჩში გამარჯვებული ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები