Thumbnail

თებერვლის საუკეთესო – ფერნანდეში იუნაიტედში იანვრის ბოლოს გადავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პორტუგალიელ ფეხბურთელს აქტივში გოლი და 2 საგოლე პასი ჰქონდა
  • ბრუნო ფერნანდეში იუნაიტედის ერთ-ერთ ლიდერად მოკლე ხანში იქცა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

საინტერესოა, რომ 25 წლის პორტუგალიელი იუნაიტედს 30 იანვარს შეუერთდა, გასულ თვეს კი 1 გოლი გაიტანა და აქტივში 2 საგოლე პასიც ჰქონდა.

ფერნანდეშის გარდა, ტიტულზე პრეტენზიას მარკოს ალონსო (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), დომინიკ კალვერტ-ლუინი (ევერტონი), მეტ დოჰერტი (ვულვზი) და ნიკ პოუპი (ბარნლი) აცხადებდნენ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ მანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო დაასახელეს.

ცნობისთვის, ინგლისის ჩემპიონატში ბოლო მატჩი 10 მარტს ჩატარდა, მას შემდეგ კი, პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია.

კომენტარები

ბოლო ამბები