Thumbnail

6 აპრილამდე შეწყდა – კორონავირუსმა ქართული კალათბურთიც გააჩერა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და A ლიგის გუნდებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო საკალათბურთო ჩემპიონატების შეჩერებას.

გუნდების წარმომადგენლები დაეთანხმნენ ფედერაციის გადაწყვეტილებას, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სუპერლიგისა და A ლიგის გათამაშებების 6 აპრილამდე შეჩერებასთან დაკავშირებით.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და საკალათბურთო სამყაროს წევრები დააკვირდებიან ქვეყანაში მოვლენების განვითარებას და შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც 6 აპრილს ჩაინიშნა, ჩემპიონატების განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველა ასაკობრივი ლიგა 2 მარტიდან შეაჩერა, იმავე დღიდან სუპერლიგისა და A ლიგის მატჩები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობდა, 13 მარტიდან კი ეს თამაშებიც შეჩერდა.

📣📣სუპერლიგისა და “ა” ლიგის გათამაშებები 6 აპრილამდე შეჩერდა! 📌დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს კალათბურთის...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 16 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები