Thumbnail
  • ჯიმი ბატლერი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია
  • იგი თავის სტატიაში ყველაზე რთულ მეტოქეებს აღწერს
  • ლებრონის, ირვინგის, დურანტის, კარის, ჰარდენის თამაშის თავისებურებები

წლებია, ჯიმი ბატლერი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. წლების წინ მან სახელი ჩიკაგო ბულსში გაითქვა, როდესაც ლებრონს მეურვეობდა და მას შემდეგ ლიგის ყველაზე რთული მეტოქეების წინააღმდეგ თამაში მისი სპეციალიზაციაა.

თავის სტატიაში ბატლერი მისი ყველაზე რთული ოპონენტებისა და მათი სათამაშო სტილის შესახებ საუბრობს. 5 ყველაზე რთული მეტოქე NBA-ში და მათი თამაშის თავისებურებები ჯიმი ბატლერის აზრით:

ლებრონ ჯეიმსი 

‘ლებრონზე ლაპარაკი არ მინდოდა. მართლა არ მინდოდა. მერჩივნა, სხვებისთვის დამეთმო ადგილი. მაგრამ შეუძლებელია, შეადგინო 5 ყველაზე რთული მეტოქის სია და იქ ლებრონი არ იყოს.

ის დღესაც ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. მას ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია - იცის სროლა, პასი, სახიფათოა სამწამიანში, ეხერხება დაცვა. ქულები გჭირდება? ლებრონი ჩააგდებს. მოხსნა გინდა? ბურთის მოპარვა? დაფარება? მას ყველაფერი აქვს, ის აკეთებს იმას, რაც გუნდს სჭირდება - ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

მას აქვს ათლეტიზმის და სიჩქარის, ძალის და ფეთქებადობის არნახული კომბინაცია. ლებრონი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მოთამაშეა. ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ყველა პოზიციაზე საუკეთესოა. ამიტომაცაა, რომ უფრო პატარა მოთამაშეებს მასთან დაცვა არ გამოსდით, რადგან იგი თავისი ძალით და თავისი სხეულით ჩაგრავს მათ, უფრო დიდ მოთამაშეებს კი მის წინააღმდეგ თამაშის დროს სისწრაფე არ ყოფნით.

ის მთელ გუნდს ათამაშებს, ყოველთვის ეძებს თანაგუნდელებს და არაეგოისტურ კალათბურთს თამაშობს. და როცა თამაშის მოგების დრო მოდის, ლებრონი იქ არის და თამაშს თავის თავზე იღებს.

ლებრონის წინააღმდეგ თამაში სიამოვნებაა. იმიტომ, რომ ხვდები, რეალურად რას წარმოადგენ. თუ ლებრონს მოუგე, ესეიგი ყველაფერს სწორად აკეთებ. და თუ ვერ მოუგე, ესეიგი უბრალოდ ადამიანი ხარ, ისევე როგორც ყველა სხვა ჩვენგანი.

კაირი ირვინგი

კაირი ალბათ ის მოთამაშეა, რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მიყვარს. მას უნიკალური დრიბლინგი აქვს, ბურთს სასწაულად ატარებს - ქროსოვერი, ბურთის უკან შემოტარება, ზურგით დატრიალება, მარცხნივ წასვლა, მარჯვნივ წასვლა - რაც ჭირდება, იმას აკათებს და ყოველთვის გამოსდის, რაც უნდა.

ის ისეთი ზუსტია, რომ ფიქრობ, ყველა ეს მოძრაობა დრიბლინგის დროს დამუშავებული აქვს, თუმცა, სინამდვილეში, ბუნებრივად აკეთებს. კაირი უბრალოდ ეთამაშება სხვა მოთამაშეებს.

ის ერთი მოძრაობით გაგცდება, შეუძლია ჩააგდოს, მაგრამ ჩერდება, თავიდან იწყებს ახალ მოძრაობას, თითქოს გეუბნება - ‘ჯერ კიდევ მაქვს შენთვის რაღაცები’. ეს მეტოქისადმი უპატივცემულობაში გადადის.

გარდა ამისა, მას სხვა იმდენი ელემენტი აქვს თამაშში - შეუძლია სამქულიანი ისროლოს, გადაცემების შესრულება ეხერხება, შეუძლია ზურგით თამაში - მე ვერ მეთამაშება, მასზე ბევრად დიდი ვარ, თუმცა, NBA-ს მოთამაშეების უმეტესობის წინააღმდეგ კაირი ზურგით, პოსტში თამაშს ახერხებს. ორივე ხელით ძალიან კარგად ასრულებს შეტევას და შეუძლია, ძალიან რთული ბურთები ჩააგდოს. კაირი ნამდვილად შეუჩერებელი მოთამაშეა.

კევინ დურანტი

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის 210 სანტიმეტრია. გავიმეორებ - 210 სანტიმეტრი!

მას შეუძლია, პოსტში, ზურგით დადგეს და ისე შეგიტიოს, იმიტომ, რომ 210 სანტიმეტრია. შეუძლია სამწამიანში შემოვიდეს და ჩატენოს, იმიტომ რომ 210 სანტიმეტრია. მას შეუძლია უბრალოდ არც შეგიმჩნიოს, ისე ისროლოს შენს თავს ზემოდან და საერთოდ ვერაფერს იზამ. იმიტომ, რომ 210 სანტიმეტრია.

მის წინააღმდეგ ბევრი ერთი-ერთზე დაპირისპირებები არ მახსოვს. ყველაზე კარგად ერთი მომენტი მახსენდება. როდესაც NBA-ში მისი პირველი სეზონი დროს ვეთამაშეთ. მაშინ ოკლაჰომაში იყო, სკამზე ვიჯექი, ვუყურებდი და თავისუფლად, დაძაბულობის გარეშე თამაშობდა. ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ მთელი თამაშის ტემპს სწორედ ის აკონტროლებდა. მთელი გუნდი მისი სიჩქარით თამაშობდა და იმას აკეთებდა, რაც დურანტს უნდოდა.

როდესაც ისე ისვრი, როგორც დურანტი, ამ სისწრაფით მოძრაობ პარკეტზე, ბურთს გამთამაშებელივით ფლობ და სამწამიანში ასე ათლეტური ხარ და ეს ყველაფერი 210 სანტიმეტრის ფონზე?! უბრალოდ უსამართლობაა.

სტეფ კარი 

სტეფი თავისი თაობის უდიდესი ტალანტია. მას სროლა და ჩაგდება პარკეტის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეუძლია. როგორ გინდა ეთამაშო ასეთ კალათბურთელს? როდესაც უკან გარბიხარ, დაცვაში, ფიქრობ შენს ოპონენტზე, რომ ის იმ წერტილში არ უნდა მიუშვა, საიდანაც კარგად ისვრის. სტეფის შემთხვევაში კი აცნობიერებ, რომ მას ასეთი წერტილი არ აქვს. ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია ისროლოს. ყველგან მისი წერტილია.

ის უბრალოდ კარგად კი არ ისვრის, მას ყველაფერი დათვლილი აქვს, რომელი სროლა უნდა აიღოს და რომელი არა.

თუ ეცდები, რომ ახლოს ეთამაშო და არ ასროლინო, მას შეუძლია, ძალიან სწრაფად დაგისხლტეს და ფარისკენ, სამწამიანში წავიდეს, ან თანაგუნდელები ჩართოს შეტევაში. ის განსაკუთრებული ტალანტია.

ჯეიმს ჰარდენი

სტეპბეკი, ფლოუტერი, ევროსტეპი - ჯეიმს გარდენს ძალიან ბევრი იარაღი აქვს და რთული სროლების ჩაგდება ეხერხება. ის ახალ-ახალ რამეებს ზაფხულის შესვენების დროს იგონებს, როდესაც ხან ერთ ფეხზე ისვრის, ხან უკნიდან, ხან გვერდიდან. შემდეგ სეზონში ახალი რაღაცებით ბრუნდება.

ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სტეპბეკით იწყება. ჯეიმს ჰარდენი ამაში უკვე ლეგენდარულია. ზოგი ამბობს, რომ ეს გარბენია, მაგრამ თუ მსაჯი არ უსტვენს, ესეიგი ყველაფერი წესრიგშია. ის ბურთს ისე აკონტროლებს, რომ ელოდება, რაიმე მოძრაობა გააკეთო და ამ მოძრაობაზე დაგიჭიროს. ჰარდენი თითქოს წინასწარ კითხულობს, რის გაკეთებას აპირებ. თუ ზედმეტად დიდ სივრცეს მისცემ, მაშინ სტეპბეკი და სროლა იქნება. თუ ძალიან ახლოს მიხვალ, რათა არ ასროლინო, ის ან ჯარიმებს აგკიდებს ან სამწამიანისკენ დაგისხლტება.

ჰარდენი იმ ტიპის კალათბურთელია, რომლის წინააღმდეგაც თამაშისთვის წინასწარ ემზადები. წინასწარ ეუბნები შენს თავს: ‘დღეს ჰარდენს 40 ქულა არ უნდა ჩავაგდებინო.’ და ის გამოდის და მაინც აგდებს თავის 40 ქულას.

ბევრის აზრით, ლიგაში ყველაზე შეუჩერებელი მოთამაშე ან ლებრონია, ანაც ჯანმრთელი დურანტი. მე თუ მკითხავთ, ჯეიმს ჰარდენს გიპასუხებთ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები