Thumbnail

‘ყველანი ასე ვართ’ – იანისი გიტარაზე უკრავს და ჭადრაკს თამაშობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, NBA-ს სეზონი შეწყდა, ლიგის ვარსკვლავებს თავისუფალი დრო სხვადასხვაგვარად გაჰყავთ.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აქტიური იანის ანტეტოკუნმპოა, რომელიც გართობის გზების ძიებაშია.

მილუოკი ბაქსის ბერძენმა ვარსკვლავმა ჯერ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გიტარაზე დაკვრას ცდილობს. მინაწერიც სახალისოა: “თუკი თქვენი ჯგუფისთვის გიტარისტი გჭირდებათ, მე თავისუფალი ვარ. მსურველები დამიკავშირდით”.

მოგვიანებით იანისის ტვიტერზე ფოტო გამოჩნდა, სადაც ის მეგობარ გოგონას ჭადრაკს ეთამაშება.
ლიგის კალათბურთელების სევდიანი მდგომარეობა 1 ფოტოთი გადმოსცა მაიამი ჰითის კალათბურთელმა დუეინ უეიდმა.

“დუეინ უეიდის გოგონა – ეს, ყველა ჩვენთაგანი ვართ” – მიაწერა ფოტოს ESPN-მა.

კომენტარები

ბოლო ამბები