Thumbnail
  • იან ვერტონგენი მაშინ გაძარცვეს, როდესაც გერმანიაში იმყოფებოდა
  • ტოტენჰემის ფეხბურთელის სახლში მისი ცოლი და შვილები იყვნენ
  • ფეხბურთელების ძარცვა ხშირად ხდება

ფეხბურთელების ძარცვის პრობლემა საკმაოდ ხშირია. მძარცველები ძირითადად იმ მომენტებით სარგებლობენ, როდესაც ფეხბურთელებს თამაში აქვთ ან სხვა ქვეყანაში იმყოფებიან. მათზე ინფორმაციის მოძიება იოლია და ყველამ იცის, თუ როდის არ იმყოფებიან ისინი შინ.

ამჯერად ამ ტიპის თავდასხმის მსხვერპლი ტოტენჰემის ფეხბურთელი იან ვერტონგენი გახდა. 10 მარტს, მაშინ როდესაც ვერტონგენი თავის გუნდთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა ლაიფციგთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად, მის სახლში 4 მძარცველი შეიჭრა.

ბინაში ვერტონგენის ცოლი და მისი ორი შვილი იმყოფებოდა. თავდასხმელები მაჩეტეთი იყვნენ შეიარაღებულები და მათ ოჯახის წევრებს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. ვერტონგენის ცოლმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც კრიმინალები გაიქცნენ. ლონდონის პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები