Thumbnail

'ყველაფერი იქითკენ მიდის' - პრიმერაში სეზონის დასრულებას აპირებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ესპანური პრიმერას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით არსებულ გეგმაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში საფეხბურთო ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება 12 მარტს მიიღეს და ამის მიზეზი კორონაირუსის პანდემია გახდა. 

კორონავირუსის პანდემია ესპანეთშიც მძვინვარებს 

"ამ უქმეების განმავლობაში ევროპულ ორგანიზაციებსა და ესპანური კლუბების პრეზიდენტებს ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ვუკავშირდებოდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი კვირის წინ შეთანხმებულად მოქმედება ძალიან გვჭირდება. ამ დროისთვის ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სეზონს უთამაშებლად დავასრულებთ.

ამ კვირაში ევროპაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კონტაქტი მაქვს იტალიის, გერმანიისა და სხვა ლიგების პრეზიდენტებთან. ვმუშაობთ პრობლემების გადასაჭრელად. კორონავირუსი ჯანმრთელობის საკითხია და ამისთვის არსებობს ექიმი, ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რათა გადავჭრათ ეკონომიკური საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში დადგება. ამ სეზონში მატჩების 25% ჩასატარებელი დარჩა და ასეთ ვითარებში, მთლიანად გადასახედი იქნება ბიუჯეტი", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს ესპანური მედია.

ხავიერ ტებასს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება უჭირს

პრიმერა დივიზიონში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). ლიდერს ორი ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამეზე 47 ქულით სევილიაა.

კომენტარები

ბოლო ამბები