Thumbnail

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არამარტო ევროპის ჩემპიონატის გადადების მომხრეა, არამედ მიაჩნია, რომ სხვა გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებობს.

“დაველოდოთ, რას გადაწყვეტს უეფა, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას შემიძლია მოვერგო. თუმცა ახლა ყველაზე პრიორიტეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა,” - განუცხადა ‘სკუადრა აძურას’ დამრიგებელმა Rai Sport-ს.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი

თუ ევრო 2020 არ გადაიდო, ტურნირი სწორედ იტალიელებმა უნდა გახსნან - 12 ივნისს, რომში თურქეთის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდნენ. მაგრამ ახლა იტალიაში სპორტზე არავინ ფიქრობს - ქვეყანა კორონავირუსის გამო ურთულეს მდგომარეობაშია. იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის თითქმის 25 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 1 809 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ორი დღეა, გარდაცვლილების რაოდენობა ძალიან იმატებს.

'უნდა დაველოდოთ ვითარების განმუხტვას და სხვა ყველაფერზე მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ და ყველაფერი ამის შემდეგ გადავწყვიტოთ'

“მალე ალბათ სხვა ქვეყნებსაც ექნებათ ისეთი პრობლემები, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ მოლოდინი სწორედ ასეთია. პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. უნდა დაველოდოთ ვითარების განმუხტვას და სხვა ყველაფერზე მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ და ყველაფერი ამის შემდეგ გადავწყვიტოთ. ახლა მთავარი და ერთადერთი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა,” - დასძინა მანჩინიმ.

როგორც იცით, უეფაში ევროპის ჩემპიონატის და სხვა ტურნირების შესახებ სამშაბათს იმსჯელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები