Thumbnail

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უეფას ევრო 2020-ის გადადების თხოვნით მიმართავს, რათა სერია A-ს სეზონის დასრულება მოხერხდეს. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, 9 მარტს შეწყდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში კი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი იტალიაა, 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ უეფამ ევრო 2020-თან დაკავშირებით (მათ შორის შესარჩევი პლეი ოფის მატჩების გამართვის ვადებზეც), უეფამ გადაწყვეტილება 17 მარტს უნდა მიიღოს.

ევრო 2020-ის გახსნის მატჩი რომის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაიმართოს

"უეფას ევროპის ჩემპიონატის გადადებას შევთავაზებთ. შევეცდებით, შიდა ჩემპიონატი დავასრულოთ, რაც ჩვენი კლუბების მიერ გაღებული ხარჯებისა და ზარალის შემდეგ, უფრო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. კორონავირუსის გავრცელების გამო, ევროპის ტოპ-ლიგებში ფეხბურთი შეწყვეტილია, სანაკრებო და კონტინენტური საკლუბი შეჯიბრებებიც შეჩერებული ან გადადებულია", - განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ Sport Mediaset-ის ეთერში. 

COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, კი, ვირუსულმა ინფექციამ მსოფლიოში 6,4 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა იტალიაში 

კომენტარები

ბოლო ამბები