Thumbnail

რა დროს ფეხბურთია – ბრაზილიაში სეზონის შეწყვეტას ითხოვენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბრაზილიური გრემიოს ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს გაუშუს შტატის მორიგი მატჩის წინ, რომელშიც მათი მეტოქე სან ლუიზი იყო.

გრემიოს მოთამაშეები მინდორზე დამცავი ნიღბებით გავიდნენ და ქვეყნის საფეხბურთო კავშირს მიანიშნეს, რომ არსებულ რეალობაში ჩემპიონატის გაგრძელება არასწორი ნაბიჯია.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში უამრავი სპორტული ღონისძიება გადაიდო, შეწყვეტილია წამყვანი საფეხბურთო ლიგებიც, ბრაზილიაში კი, ჯერჯერობით სეზონი გრძელდება.

უშუალოდ შეხვედრა გრემიოს ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წუთის თავზე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 167 682 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 456 ადამიანი კი გარდაიცვალა. უშუალოდ ბრაზილიაში მსხვერპლი ჯერ არაა, დადებითი ტესტი კი 121 ადამიანს აღმოაჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები